გიორგი ალიბეგაშვილი: როდესაც ადამიანი დააშავებს კანონის წინაშე, ის ვალდებულია სახელმწიფოს წინაშე აგოს პასუხი

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის მერიის თანამშრომლის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, აბესაძის დაკავება არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„ჩვენ არასოდეს არ ვყოფდით, არ ვყოფთ და არასოდეს დავყოფთ საზოგადოებას მხარდამჭერებად და ოპონენტებად. როდესაც ადამიანი დააშავებს კანონის წინაშე, ის ვალდებულია, სახელმწიფოს წინაშე აგოს პასუხი”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს, ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარის აღების გამო დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები