დავით მათიკაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ადგილი აღარ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი გუშინდელ გადაცემა “არჩევანში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ ჩართვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
“საზოგადოებამ მოისმინა განდიდების დაუოკებელი მანიით შეპყრობილი, ბოღმით და შურით გადავსებული ადამიანის სამწუხარო აღსარება. ეს არის რეალობა. ჩვენი საზოგადოება აგერ უკვე მერამდენედ დარწმუნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ფიგურაა. ის აგრძელებს საკუთარ სამშობლოსთან სიძულვილის ენით საუბარს, რაც არ არის გასაკვირი, რადგანაც სააკაშვილისთვის, როგორც ეს თვითონ განაცხადა, სამშობლო გაუგებარი მოვლენაა. ის ვერ მალავს ზიზღს ყველა იმ დღევანდელი ლიდერის მიმართ, ვინც არა სიძულვილის, არამედ სიყვარული ენით ქმნის საქართველოს წარმატებულ დღევანდელობას და კიდევ უფრო წარმატებულ ხვალინდელ დღეს. მე მადლობას გადავუხდი “რუსთავი 2”-ს. ოპოზიციურმა ტელევიზიამ გააკეთა ის, რაც ვერ განხორციელდებოდა ჩვენი ქვეყნის ობიექტურ მედიასივრცეში: მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი პიროვნების, აგერ უკვე მერამდენედ ლუსტრირებით, წინასაარჩევნოდ, “რუსთავი 2” ერთმნიშვნელოვნად დაეხმარა საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო უკვე მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში: “ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის ადგილი აღარ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები