“შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში ცეცხლი გაჩნდა – ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში ცეცხლი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა.
ადგილზე მისული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
სულ დამწვარია 1 კვ მეტრის ტერიტორია.
თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენილმა ცეცხლმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
კვამლის ჩასუნთქვის შედეგად, ერთ-ერთი მუშა შეუძლოდ გახდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
დაშავებულ მუშას დამწვრობა არ აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები