ირაკლი ბერაია მიხეილ სააკაშვილს აგვისტოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს

უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აგვისტოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს.
“ბატონო მიხეილ, დღევანდელი ლიდერები კი არ არიან კაპიტულანტები, პირიქით, თქვენ ხართ კაპიტულანტების ლიდერი.
გაიხსენეთ, აგვისტოს ომის დროს როგორ დატოვეთ სოფლების მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე.
დატოვეთ დაღუპული ჯარისკაცები. ჩააბარეთ ხალხის ფულით ნაყიდი სამხედრო ტექნიკა. თვითმფრინავის ხმაზე კი გორში სტუმრად ჩამოსული ელჩები და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვეთ და ისე გაიქეცით, რომ დაცვის წევრებიც ვერ დაგეწივნენ. თქვენი მთავრობის წევრები პირველები გაიქცნენ ქვეყნიდან“, – აცხადებს ირაკლი ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები