საგამოძიებო სამსახურმა მინერალური წყალი “ბორჯომის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  მინერალური წყლის  „ბორჯომი“ ფალსიფიკაციის  ფაქტი გამოვლინდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია  მინერალური წყლის ჩამოსასხმელი კუსტარული ტექნიკური დანადგარები, „ბორჯომის“ ეტიკეტები, სხვადასხვა ტევადობის ბოთლები  და სარეალიზაციოდ გამზადებული 520 ბოთლი „ბორჯომი“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილითა  და 197 -1 პრიმა  მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები