ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავსტრიის თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელს მარტინ მალეკს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფ ხაზებზე არსებული მდგომარეობის, ხელოვნური ბარიერების გავლებისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მონიტორინგის და მანდატის სრულად განხორციელების საშუალება. აღინიშნა სამშვიდობო პროცესში და საოკუპაციო ძალის ქმედებების პრევენციის კუთხით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობა.
ქეთევან ციხელაშვილმა მარტინ მალეკს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის მიდგომები და სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები