გაზის ახალი ტარიფი 17-18 ივლისს გახდება ცნობილი

გაზის ახალი ტარიფი მომავალი კვირის დასაწყისში, 17 და 18 ივლისს გახდება ცნობილი.
სემეკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.
მათივე ცნობით, 18 ივლისს კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
როგორც სემეკ-ში განმარტავენ, კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
17-18 ივლისის საჯარო სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე – http://WWW.GNERC.ORG

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები