“საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად შეხვდა ჩვენს განცხადებას, რაც მოწმობს კახიშვილის მიმართ მოქალაქეების პატივისცემას და ეს მისასალმებელია” (ვიდეო)

„მადლობას ვუხდით მინისტრს, ბატონ კახა კახიშვილს, რომ გამოგვეხმაურა. რამდენიმე მინისტრს, რომელთა უწყების შესახებ ჩვენ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, ამის მცდელობაც არ ჰქონია“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთმა წევრმა, ქეთევან ენუქიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების რეაქცია, კახა კახიშვილის მიმართ მოწმობს, რომ ის მოქალაქეების პატივისცემას იმსახურებს. მისივე თქმით, ორგანიზაცია არ ესხმის თავს მინისტრს პიროვნულად.
„მადლობას ვუხდით მინისტრს, ბატონ კახა კახიშვილს, რომ გამოგვეხმაურა. რამდენიმე მინისტრს, რომელთა უწყების შესახებ ჩვენ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, ამის მცდელობაც არ ჰქონია. საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად შეხვდა ჩვენს განცხადებას, რაც მოწმობს კახიშვილის მიმართ მოქალაქეების პატივისცემას და ეს მისასალმებელია. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ არ ვესხმით თავს ბატონ მინისტრს პიროვნულად“,-ამბობს ქეთევან ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები