ზარალის შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლის და შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავების მიზნით შექმნილი სახელმწიფო უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო შვედეთის მთავრობის და UNDP-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოწვეული, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციების და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ მომზადებული  ზარალის შეფასების მეთოდოლოგიის, ინდიკატორების და სპეციალური ინსტრუმენტების შესახებ მონაწილეთათვის ინფორმაციის გაზიარება და დისკუსიის გამართვა.

მსჯელობა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტიქიური მოვლენების ეროვნული კლასიფიკატორი, რომელიც მომზადდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად. დირექტივა INSPIRE არეგულირებს სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრას ევროკავშირში.

ექსპერტთა ჯგუფმა, ასევე, წარადგინა კატასტროფით მიყენებული ზიანისა და ზარალის ეროვნული ინდიკატორები და მათ შესამუშავებლად საჭირო საბაზისო ინფორმაციის ჩამონათვალი.

შეხვედრა, რომელიც სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” გაიმართა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ, კახა  ოქროჯანაშვილმა გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები