ალექსანდრე ჯეჯელავა: რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება, სასწავლო პროგრამაში არ შევა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სასკოლო საგანთან, -„მე და საზოგადოება“ დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ საგნის სწავლების დაწყებამდე, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ სახელმძღვანელოში რაიმე ისეთი არ იყოს, რაც მოსწავლეების ოჯახებისთვის მიუღებელი იქნება. მინისტრის თქმით, საგნის სტრუქტურა და პროგრამა პრაქტიკულად ყველა მხარესთან არის შეთანხმებული.
”ყველა დოკუმენტი, რომელიც შექმნილია სასწავლო გეგმაში, საგნის სტრუქტურა და პროგრამა, შეთანხმებულია პრაქტიკულად ყველა მხარესთან, მათ შორის სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ა.შ. ის მასალები, რომელსაც აქციაზე ავრცელებდნენ რომელიღაც ჩვენთვის უცნობი წიგნიდან არის, რომელიც ნამდვილად მიუღებელია იმ ფორმით, რა ფორმითაც ვრცელდებოდა. ჩვენი საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, რა თქმა უნდა, არაფერი უნდა მოხვდეს სასწავლო პროგრამაში. საგნის სწავლება დაიწყება, თუმცა წინასწარ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ არაფერი ისეთი არ იყოს ამ საგანში და ამ სახელმძღვანელოებში, რაც იქნება მიუღებელი მოსწავლეების ოჯახებისთვის”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროსთან საგნების – ”მე და საზოგადოება” და ”ჩემი საქართველოს” სასკოლო პროგრამაში შეტანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა აღნიშნული საგნების მიმართ უარყოფით დამოკიდებულება გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები