ეკა მიშველაძე: რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობის დროს და ნებისმიერი საუბარისას საქართველოს ინტერესების დაცვა უნდა ხდებოდეს

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე მოსკოვში “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების ვიზიტის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ნებისმიერი საუბრისას, საქართველოს ინტერესები უნდა იყოს დაცული.
როგორც მან განაცხადა, ასეთი შეხვედრები ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს საზოგადოებისთვის.
„ნებისმიერი ურთიერთობის დროს, რუსეთთან და მასთან ნებისმიერი საუბარისას, საქართველოს ინტერესების დაცვა უნდა ხდებოდეს. მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, როდესაც ეს ურთიერთობა ხდება ოკუპანტ ძალასთან. ზოგადად, ჩვენი ხედვა ასეთია, ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის ოკუპაცია, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება, უნდა იყოს ეროვნული თანხმობა”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები