„მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, ფერმერებთან კონსულტაციები გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, ფერმერების კონსულტირება გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სოფლების მცხოვრებლებს მევენახეობის, მეკარტოფილეობის, მცენარეთა დაცვისა და მეცხოველეობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის სოფლების მცხოვრებთა ფერმერული მეურნეობები და ნაკვეთები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და დახმარება გაუწიეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი “მობილური ექსტენცია” უკვე ორი წელია, რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში, სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ.
2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის – 14, ქვემო ქართლის – 27, შიდა ქართლის – 16, კახეთის – 22, იმერეთის- 15, სამცხე-ჯავახეთის -22 სოფლის ფერმერებს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები