მოლდავეთის ეროვნულმა ფოსტამ საიუბილეო საფოსტო მარკა გამოუშვა

საქართველოსა და მოლდავეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, მოლდავეთის ეროვნულმა ფოსტამ საიუბილეო საფოსტო მარკა გამოუშვა. მარკის ინაუგურაციის ცერემონია კიშინიოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიმბოლურ კონვერტებს მოაწერეს ხელი, რომელზეც საიუბილეო მარკა იყო დატანილი, რის შემდეგაც, მარკა ოფიციალურად მიმოქცევაში გაეშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები