გელა ზედელაშვილი: გიორგი ბაჯელიძე 2014 წელს საკუთარ კაბინეტში დააპატიმრეს ქრთამის აღების ბრალდებით! -+

0

ყურადღება, ყურადღება, ეს ვინმე გიორგი ბაჯელიძე (შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს ყოფილი უფროსი) რა ნამუსით ლაპარაკობს და ადანაშაულებს სხვას, როცა თავად იყო შავ საქმეებში გარეულ-გაბმული, 2014 წელს საკუთარ კაბინეტში დააპატიმრეს, ქრთამის აღებისა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდება წაუყენეს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, დანაშაული აღიარა, 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, 6 თვე იჯდა ციხეში და 2015 წელს შეიწყალა პრეზიდენტმა (ისე, საინტერესოა, ხომ არ ასრულებს ვაჟბატონი ბაჯელიძე რომელიმე ჯგუფის დავალებას?).
არადა, საოცარია, ის სხვას აბრალებს იმას, რასაც აკეთებდა თვითონ – საეჭვო წარმოშობის კომპანიებს აგებინებდა ტენდერებს, იჯიბავდა ათი ათასობით ლარს, მიდიოდა ასევე საეჭვო გარიგებებზე. რასაკვირველია, ეს კეთდება განგებ, რათა წარმატებულ თანამდებობის პირებს შეასხან ტალახი.
არა მგონია, ეს ვინმემ ჭამოს არიფების გარდა!

გელა ზედელაშვილი

კომენტარები

კომენტარი