ბათუმში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში , თამარის დასახლებაში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მსუბუქი ავტომობილი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადასვლისას დაეჯახა.
მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი,მას თავის არეში ტრავმა აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე  დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები