პროკურორი ე.წ. ციანიდის საქმეზე: ბრალდებულის განმარტება, თითქოს ოქრომჭედლისთვის სჭირდებოდა ციანიდი, არ დადასტურდა

ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდებულის განმარტება, თითქოს ოქრომჭედლისთვის სჭირდებოდა ციანიდი, არ დადასტურდა. პროკურორის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც საპატრიარქოში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამზადებენ სამკაულებს. მისი თქმით, ოქრომჭედლებმა აღნიშნეს, რომ მათ არასდროს გამოუყენებიათ საკუთარ საქმიანობაში ციანიდი.
„საპატრიარქოს ოქრომჭედლებმა, რომლებიც ამზადებენ ოქროს სამკაულებს, განმარტეს, რომ მათ პრაქტიკაში არასდროს გამოუყენებიათ არც ნატრიუმის და არც კალიუმის ციანიდი. მათ არც არავისთვის უთხოვიათ და არც არავის უთქვამს, რომ ციანიდს მოგიტან და რაიმე ოქროს სამკაული დამიმზადეო. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილის ექიმს, მან განმარტა, რომ არასდროს გველის შხამი მალამოს დასამზადებლად არ გამოუყენებია”, – განაცხადა გუბელაძემ.
ადვოკატების პოზიციით კი აღნიშნული მოწმეები ვერ ამტკიცებენ, რომ ოქრომჭედლობაში საერთოდ არ გამოიყენება ციანიდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები