ყაჩაღობა ხობში – თავდამსხმელებმა 80 ლარი და ძვირფასეულობა გაიტაცეს

ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში გიმზერ კვირკვავაიას ოჯახს ორი ნიღბიანი თავს დაესხა. თავდამსხმელები სახლში იარაღის მუქარით შეაღწიეს, ისინი თანხას და ძვირფასეულობას ითხოვდნენ.
მეზობლების ინფორმაციით, კვირკავაიებმა რამდენიმე დღის წინ თხილი გაყიდეს. თავდამსხმელები სწორედ თხილის რეალიზაციით მიღებულ თანხას ითხოვდნენ. თავდამსხმელებსა და ოჯახის წევრს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც გიმზერ კვირკავაიას სასტიკად გაუსწორდნენ. ინციდენტის შედეგად, ნიღბიანმა პირებმა სახლიდან 80 ლარი და ოქროს ნივთები წაიღეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოძიებას ოჯახის წევრებმა ჩვენება უკვე მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები