სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო კონიაკის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის – კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მხილებული იქნა ერთი პირი.
ფ​ინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა 14 000 ლარის საფასურად, 2004 ბოთლი უაქციზო კონიაკის IVERIONI-ს რეალიზაცია მოახდინა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე – 3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 – დან 8 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები