“კანონიერი ქურდის” შვილი მეგი გოცირიძე (ასლამაზოვა) პარიზში ქურდობისთვის დააკავეს”

2004 წელს,  პარიზში,  მეგი გოცირიძე სამართალდამცავებმა ქურდობისთვის დააკავეს.
ის მაშინ დეპუტატი იყო და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საფრანგეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასავალ-დასავალი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წერილის ავტორის, ჯაბა ხუბუას განმარტებით, ერთ-ერთი მაღაზიიდან გოცირიძემ ტანსაცმელი მოიპარა, თუმცა ის სამართალდამცავებმა დააკავეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართულმა მხარემ საქმეში დიპლომატია ჩართო. დეპუტატმა ციხეს თავი ჯარიმის გადახდით დააღწია, მომხდარი ფაქტი „ნაციონალურ მოძრაობას“  არ გაუხმაურებია.
ჯაბა ხუბუა, ინფორმატორზე დაყრდნობით, მეგი გოცირიძის მამის შესახებაც წერს და აცხადებს, რომ გოცირიძის ნამდვილი გვარი ასლამაზოვაა და მისი მამა “კანონიერი ქურდი” იყო.
„ანზორ ასლამაზოვი [გოცირიძის ნამდვილი გვარი ასლამაზოვია, წერილის ავტორის თქმით] „კანონიერი ქურდი“ იყო, რომელსაც „შავ სამყაროში“ „დათოს“ სახელით იცნობდნენ. ბიძამისი გივი ასლამაზოვი კი ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი“ გახლდათ, მეტსახელად „ჩობანა“, – წერს სტატიის ავტორი გაზეთ „ასავალ-დასავალში“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები