ტრამპი: ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, აშშ-ის „სტრატეგიული მოთმინების“ ეპოქა სრულდება

 „ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სტრატეგიული მოთმინების ეპოქა“ სრულდება”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის ლიდერთან, მუნ ჩჟე ინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მიზნით, დიპლომატიურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ზომებს იწყებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან და ბალისტიკური რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით, აშშ-ს ღონისძიებათა კომპლექსი აქვს შემუშავებული. მან ასევე მოუწოდა მოკავშირეებს, ამ საკითხში შეერთებულ შტატებს მხარი დაუჭირონ.
ტრამპმა ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეასა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ვაშინგტონისთვის უსამართლო იყო, მაგრამ მისი კორექტირება მოხდება და „ის ორივე მხარისთვის ხელსაყრელი გახდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები