თალიბებმა ავღანეთში უსაფრთხოების ძალების 10 თანამშრომელი მოკლეს

ავღანეთში თალიბების შეტევის შედეგად, უსაფრთხოების სამსახურის 10 თანამშრომელი დაიღუპა. „ბოევიკები“ სალმას დამბის მახლობლად მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
ორმხრივი სროლის დროს, უსაფრთხოების ოთხი თანამშრომელი  დაიჭრა. ასევე, მოკლულია ოთხი თავდამსხმელი.
სალმას დამბის რეკონსტრუქცია 2016 წელს დასრულდა. პროექტის ღირებულება 300 მილიონი დოლარია.  ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 42 მეგავატს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები