ლონდონში ევაკუაცია გამოცხადდა
ლონდონის პოპულარულ ატრაქციონზე, “ლონდონის თვალზე“ ევაკუაცია გამოცხადდა. ამის მიზეზი მდინარე ტემზაში აუფეთქებელი ჭურვის აღმოჩენა გახდა.
ჭურვის აღმოჩენის შემდეგ პოლიციამ რაიონი გადაკეტა. ჭურვის გაუვნებელყოფა უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.
„ლონდონის თვალი“ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, წლის განმავლობაში მას 4 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.