ეკა ბესელია: პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ პირადი განწყობა სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღლა დააყენა

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღლა დადგა პირადი განწყობა და პირადი უსიამოვნება თუ უკმაყოფილება”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებებს, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ საერთო კონსენსუსის შესახებ.
ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერი გააკეთა სამუშაო პროცესში პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ჩასართავად.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივესალმებით ასეთ კონფრონტაციულ ფონს. ყველაფერი გაკეთდა და პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში. როცა პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციასთან ურთიერთობა პირველივე დღეს დაიწყო იმით, ექნებოდა თუ არა მას  თანათავმჯდომარის სტატუსი და უარის მიღების შემდეგ, დაიწყო კონფრონტაცია და პირდაპირი დაპირისპირება ამ პროცესთან, უკვე აღარ არის გასაკვირი ის, რაც დღეს ხდება. ამიტომ, სამწუხაროა, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღლა დადგა პირადი განწყობა და პირადი უსიამოვნება თუ უკმაყოფილება. ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა,  რომ გითხრათ, რომ ამ პროცესისთვის ეს უკეთესია, არ ვიქნები გულწრფელი, მაგრამ საზოგადოება ხედავს, ვის რა პოზიცია აქვს და რატომ აქვს ეს პოზიცია”,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები