პატრიარქი გიორგი მამალაძის ძმას: თქვით, რომ პატრიარქთან რჩებოდაო ღამე მამა გიორგიო, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა,უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ

“ორშაბათის გაზეთში იყო თქვენი ინტერვიუ, პატრიარქთან რჩებოდაო ღამე მამა გიორგი. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მასთან რჩება სამი ადამიანი – დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი.
„ორშაბათის გაზეთში იყო თქვენი ინტერვიუ. თქვით, რომ პატრიარქთან რჩებოდაო ღამე მამა გიორგი. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ. ჩემთან რჩება სამი ადამიანი- დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი, ყოველ დღე და ღამე და თქვენ იმას ამბობთ, რომ ღამე რჩებოდაო, კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა? ჰოდა, ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო, რაც თავში მოგადგება, უნდა განსაჯო, გააანალიზო. პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები