კახეთში მამამთილმა რძალს არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან ესროლა

სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიების შედეგად, 75 წლის მამაკაცი რძლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.
გუშინ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში 35 წლის ქალბატონი 75 წლის მამამთილმა სანადირო თოფით დაჭრა. მეზობლების ინფორმაციით, დანაშაულს სავარაუდოდ, წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. მათივე თქმით, 35 წლის ქალბატონს სახლში მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები