კასპში, საჩხერესა და ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურები აშენდება

2018 წელს, საქართველოში კიდევ ორი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება. “ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, ფონდი საჩხერესა და ნიქოზში ქარის სადგურების პროექტებზე აქტიურად მუშაობს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ტექნიკური პირობების შეთანხმება, ერთი სადგური საჩხერეში დამონტაჟდება – საუბარია 100 – 120 მგვტ სიმძლავრეზე – მეორე კი ნიქოზში დამონტაჟდება 20-40 მეგავატის სიმძლავრით.

ელექტროსადგურების ინვესტორი Calik Energy -ია, საინვესტიციო პორტფელი კი სიმძლავრის დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ 1 მგვტ-ის განვითარება $ 1.2-1.3 მილიონი ჯდება.

შეგახსენებთ, რომ ფონდი პროექტს ავითარებს ზესტაფონშიც, სადაც მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. ინვესტორად, ამ შემთხვევაში, MR Graft – ია შერჩეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები