დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი სამარცხვინოს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას შეფასებას პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, პრემიერის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ მოეწონათ, რადგან იქ აბსოლუტურად სწორი აქცენტები იყო დასმული.

„ძალიან სამარცხვინოა თვითონ ფაქტი. ასე რომ მოხვდათ გულზე ეს განცხადება, ნიშნავს, რომ ეს იყო ძალიან სწორი, გაწონასწორებული, კარგად გააზრებული და საზოგადოებაზე ორიენტირებული განცხადება. უპრეცედენტოდ დემოკრატიულ პროცესში, ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მივიღეთ. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა საზოგადოებამ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან და ყველაფერი მიდის სწორად, ზუსტად ეს პროცესია მათთვის მიუღებელი, რადგან მათ არ იციან, რა არის დემოკრატია, მათ არ იციან, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები, ისინი მთელი ცხოვრება დაკავებული იყვნენ სხვა ადამიანების გაუბედურებით, ძალადობით. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მხრიდან ყოველთვის იქნება ასეთი შეფასება. ასეთმა ადამიანმა ასეთი შეფასება რომ არ გააკეთოს, მაშინ ჩავთვლიდით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, როგორც უნდა გაკეთდეს. მათი რეაქცია კი ნიშნავს იმას, რომ სწორი განცხადებები გააკეთა პრემიერმა“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები