უმრავლესობის დეპუტატმა პრემიერის მიმართ ოპოზიციის ბრალდებებს არისტოფანეს კომედია უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელთა მხრიდან პრემიერის კრიტიკას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი სწორ გზას ადგას.
“ჯერ რომ, ყოფილი სახალხო კომისრები ნიკა რურუა და გიგი უგულავა გააკრიტიკებენ პრემიერს – გიორგი კვირიკაშვილს, ხომ არის არისტოფანეს კომედია?! მერე, მათი ეს აყეფებული რიტორიკა ერთ ცხად ფაქტს უსვამს ხაზს, რომ პრემიერი და მთელი ჩვენი გუნდი სწორ გზაზე დგას, მათი გაღიზიანება ამის საუკეთესო ინდიკატორია. თან მესმის, რა აწუხებთ ხსენებულ პირებს – ჩვენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით გადავდივართ საზოგადოებრივი თანხმობის სახელმწიფოზე და წარსულში ვტოვებთ იმ ბატონების შექმნილ პოლიციურ სახელმწიფოს. ვერ თანაგიგრძნობთ, თუმცა ზუსტად ვხვდებით, რატომ გაღიზიანდით“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები