29-30 ივნისს თბილისში სამხრეთ კავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართება

29-30 ივნისს თბილისში, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს“ მოწვევით, უკვე ტრადიციად ქცეული სამხრეთკავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი ჩატარდება. მედიფორუმში რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი რედაქტორები, ჟურნალისტები და მედიასფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. რუსეთის მხრიდან ორგანიზატორები არიან: პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი – სამხრეთი”, პრესკლუბი “თანამეგობრობა”. მხარდამჭერია დსთ-ს სახელმწიფოთა ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის .
წელს ფორუმის თემაა “მედია, პოლიტიკა, ფასეულობები: დავძლიოთ “პოსტსიმართლე (Post–truth)”. ღონისძიებას გახსნის მედიაფორუმის საპატიო სტუმარი – ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის თანათავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში – მიხეილ შვიდკოი.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი რედაქტორები, ჟურნალისტები და მედიასფეროს ექსპერტები,. მედიაფორუმის მონაწილეებისთვის პროფესიულ ტრენინგებს ჩაატარებენ: ინტერნეტგაზეთ “ვზგლიადის” მთავარი რედაქტორი ალექსეი შარავსკი, რადიოსადგურ “ვესტი FM”-ის წამყვანი გიორგი სარალიძე, მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე, ჟურნალ “ფორბსის” კოლუმნისტი ალექსეი ფირსოვი.
საქმიანი ლანჩის ფორმატში, სამხრეთკავკასიური მასმედიის მთავარ რედაქტორებს არაფორმალურ ვითარებაში შეეძლებათ გამოცდილების გაზიარება და რადიოსადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” გენერალურ დირექტორ ვლადიმერ მამონტოვისთვის, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის, მიხეილ შვიდკოისა და სხვებისთვის კითხვების დასმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები