ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმის დროს დაჭრილი პირები დღემდე მკურნალობას გადიან

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ცეცხლის გახსნის დრო დაჭრილი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ბიძინა თომაშვილი და ოქრუაშვილის დაცვის უფროსი კობა კოშაძე დღემდე მკურნალობას გადიან. როგორც „კვირას“ ბიძინა თომაშვილმა განუცხადა, მას ხვალ კიდევ ერთ ოპერაციას ჩაუტარებენ .
„მკურნალობას გავდივართ გორის ჰოსპიტალში, მომხდარის შემდეგ, ჩამიტარდა ერთი ოპერაცია, მერე გავდიოდი რეაბილიტაციის კურსს, ხვალ მიტარდება მეორე ოპერაცია, შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, -აცხადებს ბიძინა თომაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 2 ოქტომბერს გორში, ამომრჩევლებთან შეხვედრის წინ, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის მისამართით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორი პირი დაიჭრა.თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ცეცხლის გახსნის ფაქტზე დაკავებულ ალექსანდრე ინდუაშვილს 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები