გიორგი მარგველაშვილმა ვაცლავ ჰაველის ძეგლი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაკის რაიონის გამგეობის წინ, სკვერში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგისა და დისიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი გახსნა.
“მიხარია, რომ ასეთი მშვენიერი ძეგლი აქვს ჩვენს ქალაქს. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ იდეის განხორციელებისთვის იბრძოდა. ჰაველის ღირებულებები ჩვენთვის დღესაც მნიშვნელოვანია. ჰაველის მოღვაწეობა არის იმის დასტური, რომ პოლიტიკა ღირებულებებზე შეიძლება იყოს აგებული. ჰაველის ძეგლი არის გზავნილი ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიტიკა მათი საქმეა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სკვერს ვაცლავ ჰაველის სახელი ეწოდა, ძეგლის ავტორი ჯუმბერ ჯიქიაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები