ილია ელოშვილი: კახა კალაძის ადგილმონაცვლეობაზე უარს არ ვიტყვი, თუმცა შეთავაზება ჯერ არ მიმიღია

„მთავარია, ვიყო ამ გუნდის წევრი, რომელიც არის სამართლიანობის და წინსვლის გუნდი, ჯერ შეთავაზება არ მიმიღია, თუმცა კახა კალაძის ადგილმონაცვლეობაზე უარს არ ვიტყვი“, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, მსგავს საკითხებზე პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში, მისი გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.
„კონსულტაციები ამ საკითხზე ჩემთან არ ყოფილა და არც სავარაუდო კანდიდატზე არის საუბარი. სამინისტროს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი, ალბათ, ამ სამინისტროს არსებობის ისტორიაში. ის ჯერ არსად წასულა, ასრულებს თავის მოვალეობას და ამაზე საუბარი ნაადრევია. მე მაქვს ძალიან ბევრი საქმე და არ ვფიქრობ ახლა იმაზე, რა მოხდება მას შემდეგ, თუკი კახი კალაძეს მოუწევს წასვლა სამინისტროდან. ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, დაველოდოთ, რაც იქნება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც პრემიერი და გუნდი დამავალებს, ისე, როგორც აქამდე, ბოლო 5 წლის განმავლობაში შემისრულებია, ვასრულებ. მთავარია, ვიყო ამ გუნდის წევრი, რომელიც არის სამართლიანობის და წინსვლის გუნდი“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები