სტამბოლში, თანხის გამოძალვის ბრალდებით, ქართველები დააკავეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ქართველების 5-კაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს, რომლებიც თანხის გამოძალვით იყვნენ დაკავებული. გამოცემა “hurhaber.com”–ის ინფორმაციით, დაჯგუფებამ საერთო ჯამში, მოქალაქეებს 1 მილიონი თურქული ლირის ოდენობის თანხა გამოსძალა. ქართველი კრიმინალები თავს ესხმოდნენ სავალუტო ჯიხურებს და ბანკის ფილიალებს. მათი დაკავება უსაფრთხოების კამერების მიერ დაფიქსირებული კადრების მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
თურქული პოლიცია დაკავებულთა ინიციალებს ავრცელებს. ესენი არიან მიხეილ ჯ., მამუკა ჯ., ტარიელ შ., ემზარ რ. და მალხაზ გ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები