საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონის განხილვა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონის განხილვა უკვე სამი საათია მიმდინარეობს.  მოსამართლეებმა უკვე მოისმინეს მოსარჩელეთა არგუმენტები.
როგორც განხილვაზე პარლამენტის ინტერესების დამცველებმა განაცხადეს, კანონმდებლებმა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები ახალ კანონში სრულად გაითვალისწინეს. ისინი არ ეთანხმებიან მოსარჩელეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტო, რომელიც ამჟამად ფლობს ე.წ მოსმენების გასაღებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ერთპიროვნულად ვერც ნიშნავს და ვერც ათავისუფლებს სააგენტოს ხელმძღვანელს, გარდა ამისა, სააგენტო ფინანსურადაც დამოუკიდებელია, რაც მისი მიუკერძოებლობის ერთგვარი მნიშვნელოვანი ბერკეტია“, – აცხადებენ პარლამენტის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები