არჩილ თალაკვაძე: მიღწეულია შეთანხმება, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება. როგორც თალაკვაძემ შს მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ამის შესახებ შიდა შეთანხმება მიღწეულია.
მისივე თქმით, ასევე, მიღწეულია შეთანმხება, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით 2023 წლიდან აირჩიონ.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევას მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები