გიორგი მარგველაშვილი: მოვუწოდებ პარლამენტს, შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით არ მიიღოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, დაჩქარებული წესით, შეუთანხმებელი ცვლილებები არ მიიღოს.
„მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით, შეუთანხმებელი ცვლილებები, კონსტიტუციასთან დაკავშირებით. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი. შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე და ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
​ამასთანავე, პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, რომ ქართული დემოკრატიის განვითარებას პრობლემები არ უნდა შეექმნას.
„იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში, პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნებიან ჩართული დაჩქარებულ რეჟიმში და გაგრძელდება კონსტიტუციის განხილვას ჩემ მიერ შემოთავაზებულ პრინციპზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
​პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომების დანიშვნაზე პარლამენტის თხოვნას უარით პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები