ქ. გიუმრში გამართულ კონფერენციაზე საქართველოსა და სომხეთში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

ევროკავშირის პროგრამის გავლენა სომხეთ – საქართველოსთვის. ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული მხარდაჭერის’’ პროგრამის მიღწევები შეაჯამეს სომხეთის ქ. გიუმრში გამართულ დასკვნით კონფერენციაზე, სადაც მონაწილეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მატკავამ მიიღო.
შეხვედრის მონაწილეებმა, პროგრამის ფარგლებში, ტრანსსასაზღვრო პროექტების წარმატებებსა და საუკეთესო გამოცდილებებზე იმსჯელეს, რაც სომხეთ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო დაეხმარება.
ორ ქვეყნას შორის სასაზღრვო ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ევროკავშირის მიერ 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დაფინანსდა 9 საერთო პროექტი -ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, საბავშო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
კონფერენციის დასასრულს, ქ. გუიმრის ტექნოლოგიურ ცენტრში ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც ქართველმა და სომეხმა მონაწილეებმა წარმატებული პროექტების შედეგები ასახეს.
,,აღმოსავლეთის ტერიტორიული პარტნიორობის მხარდაჭერის’’ პროგრამა ევროკავშირის ინიციატივით ხორციელდება, რომლის მიზანს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები