დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით კანადაში გაემგზავრა

0

თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით კანადაში გაემგზავრა, სადაც მთლიანად და ნაწილობრივ ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ფრანკოფონური ასოციაციის გენერალური ასამბლეა, რომლის წევრიც თბილისი 2001 წლიდან არის, წელიწადში ერთხელ ასოციაციის წევრ ქალაქში იკრიბება და ამჟამად ასამბლეა კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარეობს.
ასამბლეის პარალელურად იმართება კანადის მეტროპოლისის მსოფლიო კონგრესი, რომლის გახსნას, მონრეალის მერის, დენი კოდერის მოწვევის საფუძველზე, ასამბლეას დელეგატებიც ესწრებიან. მსოფლიო კონგრესისა და ასამბლეის მუშაობის პერიოდში, თბილისის მერი საქმიან შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დავით ნარმანიას საქმიანი ვიზიტი კანადაში დღეს დაიწყო და 22 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი