ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები ბანაკებში სამი კვირის ნაცვლად, ერთ კვირას დაისვენებენ

“ბანაკებში მონაწილეობა არ უნდა უკავშირდებოდეს ოლიმპიადაში მონაწილეობას მხოლოდ და რაიმე აკადემიურ მიღწევებს”, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისი გადაწყვეტილებით, ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები ბანაკში სამი კვირით დასვენების ნაცვლად, ერთ კვირას დაისვენებენ.
“საზაფხულო და ზამთრის ბანაკები სოციალური უნარების განვითარებას ემსახურება და იმის თქმა, რომ მხოლოდ კარგ მოსწავლეებს სჭირდებათ სოციალური უნარების განვითარება, უსაფუძვლოა. ჩვენი აქცენტი ზაფხულის და ზამთრის ბანაკების შემთხვევაში, იქნება მცირე სკოლების მოსწავლეებზე, რომელთა ოჯახებს არ აქვთ საშუალება. ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისინი. რაც შეეხება ოლიმპიადის გამარჯვებულებს, ჩვენ გვაქვს სხვა ინსტრუმენტები, რომ ეს ხალხი დავაფინანსოთ და ისინი ბევრ სიკეთეს იღებენ, მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებზე”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები