თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მერაბ გაბინაშვილი დაინიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო პალატის მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილი ამავე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ განმწესდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არსებული შემადგენლობით სხდომას ბოლოჯერ მართავს, რადგან საბჭოს უმრავლესობას, 8 წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
აქედან, 4 მოსამართლე, ხოლო 4 – არამოსამართლე წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები