საქართველოს პრემიერი გერმანიის ყოფილი კანცლერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო.
„მწუხარებას გამოვთქვამ გერმანელი პოლიტიკური მოღვაწის, გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო. ჰელმუტ კოლის სახელს უკავშირდება გერმანიის გაერთიანება, რაც მსოფლიოს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის საქმეში და მშვიდობისათვის ბრძოლაში“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი.
„ქართველ ხალხს გვახსოვს ჰელმუტ კოლის თანადგომა და დიდი მხარდაჭერა საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში, – დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იგი გვეხმარებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმაში ევროპასთან დასაახლოებლად. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ჰელმუტ კოლის ოჯახს და გერმანელ ხალხს ამ დიდი დანაკლისის გამო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გერმანიის ექს–კანცლერი ჰელმუტ კოლი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები