აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მასშტაბურ წვრთნებს გამართავენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მასშტაბურ ოპერატიულ-ტაქტიკურ წვრთნებს გამართავენ. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, წვრთნები საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული.
სამხედრო მანევრებში 23 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 120 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 180 სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი, 30- საფრენი აპარატი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები 24 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები