ტრამპი რუსეთთან მისი კავშირის შესახებ ბრალდებებს უსუსურობას უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან კავშირის თაობაზე მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უსუსურობას უწოდებს. ამის შესახებ ,ამ ტვიტერში დაწერა.
„რუსებთან ჩემი კავშირის შესახებ 7-თვიანი გამოძიების შემდეგ აშშ-ის კონგრესის კომიტეტში ვერავინ ვერ ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ეს სრული უსუსურობაა“ – წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
ტრამპის და რუსეთის შესაძლო კავშირების შესახებ გამოძიება აშშ-ის კონგრესმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა პრეზიდენტის მრჩეველს, მაიკლ ფლინს და აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს შორის მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ფლინმა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები