მაკრონს სურს, რომ საფრანგეთი სტარტაპების ქვეყანა გახდეს

საფრანგეთი ნიჭიერ გამომგონებლებს და მეწარმეებს ე.წ. ტექნოლოგიურ ვიზებს მისცემს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში, Viva Tech-ის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთი სტარტაპებისა და ინოვაციების ქვეყანა უნდა გახდეს.
მაკრონს მიაჩნია, რომ „ტექნოლოგიური“ ვიზების გაცემა მთელი მსოფლიოდან ნიჭიერ გამომგონებლებს მოიზიდავს, რაზეც მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა იგეგმება. საფრანგეთი 4 – წლიან ვიზებს გასცემს, სადაც მიწვეულ სპეციალისტებს ოჯახის წევრების წაყვანაც შეუძლიათ.
მაკრონი აქამდეც აცხადებდა, რომ საფრანგეთმა ახალი ტექნოლოგიების და გამოგონებების პოპულარიზაცია უნდა მოახდინოს, რისთვისაც ევროპის მასშტაბით ერთიანი საინფორმაციო ბაზა უნდა შეიქმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები