პესკოვი: რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალ სანქციებს კრემლში უარყოფითად აფასებენ

რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ სანქციებს კრემლში ძალზე ნეგატიურად აფასებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პუტინის პრესმდივნის თქმით, სანქციები აზარალებს არა მარტო მოსკოვს, არამედ იმათ, ვინც სანქციებს მხარს დაუჭერს. პესკოვმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური სანქციები გერმანელ ფერმერებსა და მეწარმეებში დანაკარგებს  იწვევს.
ცნობისთვის, ხუთშაბათს აშშ-ის სენატმა კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკვე არსებული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები