ლონდონში, პარლამენტის შენობასთან დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

ლონდონში, პარლამენტის შენობასთან, პოლიციამ დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა.  სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებული ტერაქტის ჩადენას არ გეგმავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მამაკაცის დაკავების დროს, არავინ დაშავებულა. პოლიციამ მისი დაკავებისას ელექტროშოკერი გამოიყენა.
ლონდონში 22 მარტის შემდეგ, უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. იმ დღეს ტერორისტი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, ტროტუარზე ავარდა და გამვლელებს დაეჯახა, შემდეგ კი დანით ერთ-ერთ პოლიციელს თავს დაესხა და  მოკლა. ტერორისტი პოლიციამ ადგილზე გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები