„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებმა რაქადან და მოსულიდან ქალაქ მეიადინში გადაინაცვლეს

ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებმა ერაყის ქალაქ მოსულიდან და სირიის ქალაქ რაქადან ქალაქ მეიადინში გადაინაცვლეს, საიდანაც დაჯგუფებას უხელმძღვანელებენ. მეიადინი სირიის პროვინცია დეირ-ეზ-ზორში, მდინარე ევფრატის ნაპირზე მდებარეობს.
ეს ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ მომავალი დედაქალაქი შეიძლება გახდეს. მოსულის დიდი ნაწილი ერაყის ჯარმა უკვე აიღო, ხოლო რაქაზე „სირიის დემოკრატიული ძალები“ უახლოეს მომავალში შეტევას გეგმავენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან, ქალაქი 862 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა, ბრუნო გედომ განაცხადა. ამჟამად ბრძოლა დასავლეთ მოსულში მიმდინარეობს, სადაც, გაეროს შეფასებით, 100 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები