ევროპარლამენტმა მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა

ევროპარლამენტმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“  ლიდერს, მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.
ეს გადაწყვეტილება ევროპის საკანონმდებლო ორტგანომ იმის გამო მიიღო, რომ ლე პენმა საკუთარი პარტიის წევრები თანაშემწეებად დანიშნა და მათ ევროპარლამენტის ბიუჯეტიდან ხელფასს უხდიდა.
ლე პენი რამდენჯერმე არ გამოცხადდა საფრანგეთის სამართალდმამცველ ორგანოებში და ამის მიზეზად სადეპუტატო იმუნიტეტი დაასახელა. პოლიცია არამოზნობრივი ხარჯვის საქმეზე მის დაკითხვას აპირებდა.
რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მარინ ლე პენის მამას, ჟან-მარი ლე პენსაც მოუხსნა. ამის მიზეზი უფროსი ლე პენის მიერ დისკრიმინაციისკენ, შუღლისკენ და რასობრივ ნიადაგზე ძალადობისკენ მოწოდებები გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები