სააკაშვილის პარტიის წევრებმა ახალი გაზეთი გამოსცეს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა მოძრაობამ „ახალ ძალთა მოძრაობა“ ამავე სახელწოდების ახალი გაზეთი გამოსცა.
ამის შესახებ მიხეილ საკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
“ჩვენ გვაქვს სიმართლის ერთი ფანჯარა – “სხვა უკრაინა”, ეს გაზეთი კი მეორე ფანჯარა იქნება. გიამბობთ სიმართლეს და ხელისუფლების ცენზურა მას ვერ შეაჩერებს. დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც საკუთარ რეგიონებში ამ გაზეთს გაავრცელებს”,  – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები