სერბეთის პრემიერი ლესბოსელი გახდება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა მთავრობის ფორმირება ქონების მართვის და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრს, ანა ბრნაბიჩს დაავალა. პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ბრნაბიჩი პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება, რომელმაც საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა.
ამჟამად ევროპაში ორი პრემიერ-მინისტრია, რომლებმაც არატრადიციული ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადეს – ეს ირლანდიის პრემიერი ლეო ვარადკარი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი არიან.
ანა ბრნაბიჩი 41 წლის არის. მას მიჩიგანის ნორტვუდის უნივერსიტეტი და დიდი ბრიტანეთის ჰალას უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. სერბეთის ქონების მართვის და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრის პოსტი ბრნაბიჩმა 2016 წელს დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები